სტუ-მ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სტუ-მ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

13-06-2023


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით შემუშავებულ თთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ. 

სტუ-ის კანცლერის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს შორის ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. 

როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, თნამშრომლობის დოკუმენტი, ასევე, მოიცავსსტუდენტებში მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და ქარსაფარი ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაშიუნივერსიტეტის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთანამონაწილეობისა და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელების საკითხებს. 

„მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ხელს შეუწყობს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების სწავლებას. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი სტუდენტური შემოქმედებითი აქტივობები და სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები. გარდა ამისა, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ხელს შეუწყობს საველე პრაქტიკების ორგანიზებას. თანამშრომლობის მემორანდუმი, ასევე, გულისხმობს საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობაშითანამშრომლობას. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც სტუდენტებს პროფესიულადჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს. მინდა მადლობა გადავუხადო მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ამ ინიციატივისა და თანამშრომლობისთვის, ჩვენს სტუდენტებს კი წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტისსასწავლო პროცესების მართვის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ამავე დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სიახლეებში დაბრუნება