საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

11-06-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსანალი, ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლას, ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. 

ვასილ კაჭარავა იყო გამორჩეული ადამიანი, პედაგოგი და მეცნიერი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის საგანმანათლებლო პროგრამის - ამერიკათმცოდნეობა, განვითარებისა და სრულყოფის საქმეში. მან საქართველოში დააფუძნა ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტი, იყო ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი და აშშ-ის ისტორიის, საზოგადოების, პოლიტიკური სისტემისა თუ დიპლომატიის თემატიკაზე გამოცემული არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, დიზაინის საერთაშორისო სკოლაში არასდროს მიეცემა ვასილ კაპანაძის სახელი დავიწყებას. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!

 

სიახლეებში დაბრუნება