
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 55 სტუდენტს დააკადემიური პერსონალის 10 წარმომადგენელსნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომსერთიფიკატები გადასცა.
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა დაპროფესორ-მასწავლებლებისათვის ნავთობისა დაგაზის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა დასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზისკორპორაციის, მინერალური რესურსების ეროვნულისააგენტოს, ნავთობკომპანია „BLOCK ENERGY“, “OMV PETROM” მხარდაჭერით, ტრენინგი - საქართველოში ნავთობის, გაზის და მინერალურირესურსებისსექტორის მართვის საფუძვლები, ჩატარდა.
როგორც სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისსტუდენტური სერვისების ადმინისტრატორი მამუკაჯმუხაძე აცხადებს, ტრენინგის მიზანი იყოსტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ნავთობის, გაზის დამინერალური რესურსების სექტორში არსებულივითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასევე, სახელმწიფო და კერძო კომპანიისწარმომადგენლებისგან პრაქტიკული ცოდნისა დაგამოცდილების გაზიარება, განხორციელებულიპროექტების წარდგენა, მათი ზეგავლენის ანალიზიქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჭრილში დასამომავლო გეგმების გაცნობა.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა დანავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორისარსებული მემორანდუმის ფარგლებში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურიპერსონალისა და სტუდენტებისათვის ჩატარდა 8 ტრეინინგი და 2 გასვლითი მეცადინეობა რუსთავისადა პატარძეულის ჭაბურღილებში. ხაზგასმით მინდააღვნიშნო, რომ ტრენინგის ფარგლებში, ძალიანსაინტერესო თემები იქნა განხილული. ასევე, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკულიმეცადინეობა ნავთობის მომპოვებელ და ნავთობისგადამამუშავებელ ლოკაციებზე. ძალიან საინტერესოლექციები ჩატარდა, რაც მნიშვნელოვანია, როგორცსტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალისთვის“, - აცხადებს მამუკა ჯმუხაძე.
ტრენინგზე სამთო-გეოლოგიური მიმართულებით, არაერთი საკითხი იქნა განხილული. თემა - „ნავთობისა და გაზის საქმიანობის სპეციფიკა, სახელმწიფო მარეგულირებლის როლი, მოლაპარაკებების თავისებურებები“, წარადგინანავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა. ნავთობისა დაგაზის ოპერაციების წარმოების რეგულირებისმიმოხილვით ლექცია ნავთობისა და გაზისოპერაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა ეკაკობიაშვილმა წაიკითხა. სასარგებლო წიაღისეულისმართვის შესახებ ლექცია, მინერალური რესურსებისეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულისმართვის დეპარტამენტის უფროსმა მერაბჩალათაშვილმა, ჩაატარა. „Block Energy-ს წარმატებისფორმულა, გვერდითი ლულების ბურღვის კომპანიისშესახებ“ კი BLOCK ENERGY-ს ოპერაციებისმენეჯერმა გურამ მაისურაძემ ისაუბრა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისადა განახლებადი ენერგიების პოლიტიკის დამდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმამარიტა არაბიძემ ლექცია, თემაზე - ენერგეტიკულიუსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა ასოცირებისხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგათვალისწინებით, ჩაატარა. ხოლო, თემა - „ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვებისსაერთაშორისო გამოცდილება და საქართველო“, წარადგინა ნავთობისა და გაზის კორპორაციისნავთობის და გაზის ხელშეკრულებების მართვისდეპარტამენტის ექსპერტმა, მთავარი გეოლოგმასოსო ღუდუშაურმა.