საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა

09-06-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე - „გლობალური კრიზისი,  საფრთხეები და შესაძლებლობები“.

შეხვედრის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილმამსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ არაპროგნოზირებად გლობალურ ცვლილებებზე, რაც ჯერ კოვიდპანდემიამ, შემდეგ კი უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია. სამსახურის უფროსი შეეხო სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური ზრდის შეფერხების დაძლევის ფაქტორებს და უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს. 

საჯარო ლექციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

 

სიახლეებში დაბრუნება