სტუ-მ, მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, ექვსი უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა

სტუ-მ, მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, ექვსი უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა

09-06-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, სწავლებისა და ტრეინინგის მიზნით, 6 უცხოური უნივერსიტეტიდან 11 წარმომადგენელი ეწვია.


სტუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინირებით, მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ლექციები და ტრეინინგები 6 ფაკულტეტზე ჩაატარეს, ასევე, საგანმანათლებლო-კვლევითი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრები ქართველ კოლეგებთან გამართეს.

უცხოელი კოლეგები სტუმრობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგ ფაკულტეტებს:

  • სამშენებლო ფაკულტეტი - პროფ. საულიუს ასლანასი (Saulius Raslanas) (ვილნიუსის გედიმინასის უნივერსიტეტი, ლიეტუვა - Vilnius Gediminas Technical University); 
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების უნივერსიტეტი - პროფ. მარცინ კორჩენიოვსკი (Marcin Korzeniowski) (ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პოლონეთი - Wrocław University of Science and Technology)
  • სამთო-გეილოგიური ფაკულტეტი - ასოც. პროფ. დარიუს პოპოვასი (Darius Popovas) (ვილნიუსის გედიმინასის უნივერსიტეტი, ლიეტუვა - Vilnius Gediminas Technical University);
  • სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი - პროფ. მიროსლავ ბონეკი (Mirosław Bonek) (სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი - Silesian University of Technology – SUT);
  • ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგიის ფაკულტეტი - ასისტ. პროფ. უღურ არაბაჩი (გაზის უნივერსიტეტი, თურქეთი - Gazi University), მკვლევარი ასისტენტი უღურ ოზდემირი (UĞUR ÖZDEMİR) (გაზის უნივერსიტეტი, თურქეთი - Gazi University) და პროფ. თანერ კავასი (Taner KAVAS) (აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი, თურქეთი - Afyon Kocatepe University);
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასისტ. პროფ. დერია კაჩმაზი (Derya KAÇMAZ) (სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი, თურქეთი - Sivas Cumhuriyet University) და ასისტ. პროფ. აბდულკადირ ერგიუნი (Abdulkadır ERGÜN) (სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი, თურქეთი - Sivas Cumhuriyet University).

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, მუზეუმები და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს, რაც ხელს შეუწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.


ვიზიტის ფარგლებში, სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილმა და თამარ ლოლაძემ უცხოელ კოლეგებს წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, გააცნეს თავიანთი ფაკულტეტების აქტივობები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულები. ასევე, შეხვედრაზე „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენელმა, ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა მარინა რაზმაძემ გააკეთა მოხსენება ეროვნული ოფისის მნიშვნელობასა და მის ძირითად საქმიანობაზე, განხილულ იქნა სხვადასხვა კონკურსში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინიციატივით, კონსორციუმის წევრების იდენტიფიცირების მიზნით, დაიგეგმა სამომავლო ჰიბრიდული შეხვედრები.


კვირეულის ინტენსიური სამუშაო პროგრამა, ასევე, ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც, რომელთა ფარგლებშიც, უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ თბილისის ღირსშესანიშნაობები, მოენახულებინათ მცხეთის არქიტექტურული ძეგლები და დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული სამზარეულო.

 


სიახლეებში დაბრუნება