სემინარი სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის

სემინარი სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის

05-06-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის, 6 ივნისს, 12:00 საათზე, სემინარი გაიმართება.

მომავალ დიზაინერებს შემოქმედებითი მიდგომებისა და იდეების გენერირების პროცესის შესახებ თემატურ სემინარს კოტე იანტბელიძე ჩაუტარებს. ის ავტორია წიგნისა - „როგორ მოვიფიქროთ იდეა“.

სემინარზე სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები შეიტყობენ, თუ რა გზით არის შესაძლებელი  კრეატიული და ინოვაციური იდეების მოფიქრება, რომ ბევრი ფიქრი სულაც არ ნიშნავს სწორად ფიქრს და რომ მთავარი ბევრი ფიქრი კი არა, სწორად ფიქრია.

ზოგადად, იდეა, რომელსაც ადამიანის ინტელექტი ქმნის, ყველაზე ღირებულია. გონების მუშაობისა და კრეატიული აზროვნების შედეგად იბადება იდეა. იდეები კი არასოდეს ყოფილა ისეთი მოთხოვნადი, როგორც დღეს. 

სიახლეებში დაბრუნება