გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იური ქადარია

გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იური ქადარია

27-05-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამშენებლოფაკულტეტი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, სტუდენტებიდა კურსდამთავრებულები მწუხარებით იუწყებიან, რომ 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰიდრავლიკოსთასაერთაშორისო ასოციაცია IAHR და ამერიკისმეცნიერთა  ასოციაცია Sigma Xi-ს წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილესასწავლო დარგში, პროფესორი იური ქადარია. 

იური ქადარია არის რამდენიმე გამოგონების ავტორი, მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგებითავმოყრილია 70-ზე მეტ შრომაში. მათ შორის,მონოგრაფიაში, მეთოდურ მითითებებსა დადამხმარე სახელმძღვანელოში. 

იური ქადარია დაიბადა 1947 წლის 10 თებერვალს. 1961-65 წლებში სწავლობდა ფოთისჰიდრომელიორაციულ ტექნიკუმში„ჰიდრომელიორაციის“ სპეციალობით, ხოლო 1966-1972 წლებში სწავლობდა საქართველოსპოლიტექნიკურ ინსტიტუტში „სამდინარონაგებობებისა და ჰიდროელექტრო სადგურებისმშენებლობის“ სპეციალობაზე. 

1974 წლიდან მუშაობდა საქართველოსპოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდრავლიკისკათედრაზე სხვადასხვა თანამდებობებზელაბორანტიდან პროფესორამდე. 

1988-2005 წლებში იყო საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკისფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ხოლო 2005 წლიდან დღემდე, ჰიდროინჟინერიისა დასამშენებლო ფაკულტეტების გაერთიანების შემდეგ,  სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 

იური ქადარიას მიღებული აქვს მთავრობისჯილდოები და მედალი კეთილსინდისიერიშრომისათვის. იყო მრავალი ადგილობრივი დასაერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმებისმონაწილე, ასოციაციის და რედკოლეგიის წევრი. ასევე, იყო. დიდია მისი წვლილი საგანმანათლებლოპროგრამების ფორმირებაში. მისი მოწაფეები დღესაღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს იურიქადარიას ოჯახს, მის აღზრდილებსა და კოლეგებს!

სიახლეებში დაბრუნება