22 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შიდა საფაკულტეტო სპორტული ოლიმპიადა იწყება. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ ფაკულტეტებს შორის ჩემპიონატებში, რომლებიც სპორტის შემდეგ სახეობებში გაიმართება:
· კალათბურთი
· ფუტსალი
· ფრენბურთი (გოგონები | ვაჟები)
· მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები | ვაჟები)
· ჭადრაკი (გოგონები | ვაჟები)
· ნარდი (გოგონები | ვაჟები)
· შაში (გოგონები | ვაჟები)
· მკლავჭიდი (60კგ, 65კგ, 70კგ, 80კგ, 90კგ წონითი კატეგორიები)
· ბადმინტონი (შერეული)
· ცურვა (გოგონები | ვაჟები | 50 მ, 100 მ დისტანცია)
მსურველებს, ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის მიმართონ სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორებს ფაკულტეტების მიხედვით.
ფაკულტეტებს შორის ჩემპიონატი ფრენბურთში გაიმართება 22 მაისს, 09:30 საათიდან, სტუ I სასწავლო კორპუსის დარბაზში.
ჩემპიონატი ფუტსალში დაიწყება 22 მაისს, 09:30 საათიდან, სტუ IX სასწავლო კორპუსის დარბაზში.
კენჭისყრა ფუტსალსა და ფრენბურთში გაიმართება 19 მაისს, 14:00 საათზე, სტუ ადმინისტრაციულ შენობაში. აუცილებელია, კენჭისყრის პროცესს ფაკულტეტიდან ერთი წარმომადგენელი დაესწროს.
22 მაისს, 11:00 საათზე, სტუ VI კორპუსის ფოიეში გაიმართება ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, ნარდსა და შაშში.
კენჭისყრა ჩატარდება ადგილზე.
23 მაისს, 11:00 საათზე, სტუ III კორპუსის ეზოში შედგება ჩემპიონატი მკლავჭიდში.
კენჭისყრა ჩატარდება ადგილზე.
25 მაისს, 11:00 საათიდან, სტუ I კორპუსის დარბაზში ჩატარდება ჩემპიონატი ბადმინტონში.
კენჭისყრა ჩატარდება ადგილზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კალათბურთსა და ცურვაში ჩემპიონატის თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას მონაწილეებს სტუდენტური სერვისების საფაკულტეტო ადმინისტრატორები მიაწვდიან.