
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძემანქანა-დანადგარებისა და ინტელექტუალურიაპარატურის წარმოების სფეროშისაერთაშორისოდ აღიარებული დანიური კომპანიაDanfoss-ის დამფუძნებელსა და დირექტორთასაბჭოს თავმჯდომარე იორგენ მედს კლაუსენს შეხვდა და მასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სატრანპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კომპანია Danfoss-ისწარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც Danfoss-ის დირექტორთა საბჭოსთავმჯდომარე იორგენ მედს კლაუსენმაშეხვედრაზე განაცხადა, კომპანიადაინტერესებულია მჭიდროდ ითანამშრომლოსსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით,ერთობლივი პროექტები განახორციელოს. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ენერგოდაზოგვისადა გათბობის ჭკვიანი სისტემების ერთობლივად შემუშავებისა და დანერგვის შესაძლებლობები. როგორც დანიელმა ბიზნესმენმა აღნიშნა, წარმატებული ურთიერთათანამშრომლობის ფარგლებში, Danfoss-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამედროვე ტექნოლოგიებისგანვითარებასა და ახალი კვლევითილაბორატორიის შექმნაში მხარდაჭერას აღმოუჩენს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ იორგენ მედს კლაუსენს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო პოტენციალისა და იმ საერთაშორისო პროექტების, გლობალური სამეცნიერო კოლაბორაციებისა და ექსპერიმენტების შესახებ ესაუბრა, რომელშიც უნივერსიტეტი და მისი მეცნიერები მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებთან და ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობენ. რექტორმა ყურადღება მიმდინარე საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სამეცნიეროკვლევებზე გაამახვილა და შეეხო იმ პროცესებს, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშისამეცნიერო კვლევების ტექნოლოგიურიტრანსფერისა და კომერციალიზაციისმიმართულებით ხორციელდება.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს მჭიდროდ ითანამშრომლოს კომპანია Danfoss-თან, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში 80-მდე საწარმოს და 23 კვლევით ცენტრს ფლობს. მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები აქტიურად მუშაობენ ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შექმნის, ასევე, სამეცნიერო კვლევების ტექტრანსფერისა და კომერციალიზაციის მიმართულებით. სტუმარს გავაცანით ის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები და გლობალური ექსპერიმენტები, რომელშიც უნივერსიტეტი და ჩვენი მეცნიერები მონაწილეობენ, ვესაუბრეთ იმ საინჟინრო-ტექნოლოგიურ უპირატესობებზე, რაც ჩვენს უნივერსიტეტს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გააჩნია. სასიხარულოა, როცა საერთაშორისო ბიზნესკომპანია მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რაც ორმხრივ სარგებლის მომტანი იქნება, განსაკუთრებით ჩვენი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. ვიმსჯელეთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისერთობლივ შესაძლებლობებსა და უნივერსიტეტში Danfoss-ის მხარდაჭერით ახალი კვლევითილაბორატორიის შექმნის თაობაზე, ასევე შევეხეთსასწავლო კურსების მოდიფიცირების, სტუდენტთა გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და სამომავლოდ, კომპანიის საწარმოშიახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივებს“, - აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალშიგაფართოებული სამუშაო შეხვედრა შედგება, რომელზეც სამომავლო კოლაბორაციისკონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანიურ კომპანია Danfoss-ს შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდება.