აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

05-05-2023

გასაუბრება ხატვასა და ხაზვაში ჩატარდება სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის 1-A კორპუსში, 402 აუდიტორიაში, 2023 წლის 5 ივნისიდან - 21 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე (კვირის გარდა), 11 საათიდან - 17 საათამდე.

გასაუბრებაზე აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მინიმუმ ხუთი ნახატი A2 ან A3 ფორმატზე, ასევე A3 ფორმატზე შესრულებული ხუთი ნახაზი.

იმ აბიტურიენტებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას მოდის დიზაინზე აპირებენ, უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ნახატები.

გასაუბრებებზე რეგისტრაცია 1 მაისს დაიწყება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: https://register.gtu.ge/arc-registration

რეგისტრაციისას თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ გასაუბრებისთვის თქვენთვის სასურველი დღე (5 ივნისიდან-21 ივნისის ჩათვლით). ვიზიტის ცვლილების სურვილის ან სხვა ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, დაუკავშირდით ფაკულტეტს.

მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77, I–C კორპუსი 406 ოთახი.

საკონტაქტო ნომერი: 2 33 71 63; 599 514 819:

Mail: arch@gtu.ge

სიახლეებში დაბრუნება