სტუ-ში სემინარი „დიგიტიზაციის გამოწვევები და მეტავერსი“ გაიმართება

სტუ-ში სემინარი „დიგიტიზაციის გამოწვევები და მეტავერსი“ გაიმართება

02-05-2023

5 მაისს, 15:00 საათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სემინარი  „დიგიტიზაციის გამოწვევები და მეტავერსი“ გაიმართება. მოხსენებას პროფესორი ლაშა შარმაზანაშვილი წაიკითხავს.

აღნიშნული  ღონისძიება  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, ინტერდისციპლინურ და ინტერნაციონალურ სემინარის ციკლის ფარგლებში იმართება.

სემინარს პროფესორი ანდრეას არნდტი, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და პროფესორი ლაშა შარმაზანაშვილი უხელმძღვანელებენ.

სემინარები ჩატარდება ჰიბრიდული ფორმით, მსურველებს შეეძლებათ, როგორც ადგილზე დასწრება, ასევე ზუმში ჩართვაც.

ზუმის კოდი: 552 400 89 40

პაროლი: gtu2020

link: https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09

სემინარის ფარგლებში, რომელიც 2023 წლის 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგულარულად იქნება წაკითხული ქართველი, ამერიკელი და ევროპელი სწავლულების მიერ საჯარო მოხსენებები. მომხსენებლები შეეხებიან ადამიანის ექსისტენციალურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ. პრობლემებს. 

სემინარების პროცესში საჯარო მოხსენებებით წარსდგებიან:

პროფესორი ანდრეას არნდტი (ბერლინი, გერმანია); პროფ. აგნეშკა ნოგალი (ვარშავა, პოლონეთი), პროფ. არნდტ პოლმანი (ბერლინი, გერმანია), დოქტორანტი გიორგი კაშიბაძე (სტუ),დოქტორანტი დავით გალაშვილი (თსუ), პროფ. გიგა ღავთაძე (აწსუ),პროფ. ვარენ მონტაგი (ლოს-ანჯელესი, აშშ), პროფ. ზდისლავ კრასნოდებსკი (ბრემენი, გერმანია; კრაკოვი, პოლონეთი), პროფ. თეო კობუში (ბონი), პროფ. ირაკლი თაბორიძე (ზსსუ), პროფ. იურე ზოვკო (ზადარი, ხორვატია), პროფ. ლაშა ბრეგვაძე (თსუ), პროფ. ლაშა შარმაზანაშვილი (სტუ), დოქტორანტი ლევან შატბერაშვილი (თსუ), პროფ. მათიას კუმი (ბერლინი, გერმანია), პროფ. მამუკა ბერიაშვილი (სტუ), დოქტორი მარიამ ხაზარაძე (სტუ), პროფ. ნიკლაუს ლარგიერი (ბერკლი, აშშ), დოქტორი ქეთევან რჩეულიშვილი (სტუ), პროფ. შტეფან გოზეპატი (ბერლინი, გერმანია).

საკონტაქტო პირები: მარიამ ხაზარაძე - khazaradzemariam@gmail.com, დავით გალაშვილი - d.galashvili@gmail.com

 

 

 

სიახლეებში დაბრუნება