სტუ-მ EUA-ს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სტუ-მ EUA-ს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

02-05-2023

პოლონეთში, გდანსკის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 20 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის 2023 წლის გენერალური ასამბლეა და გაერთიანებული კონფერენცია გაიმართა.

მასშტაბურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი ასოციაციის ახალი პრეზიდენტისა და საბჭოს წევრების არჩევნები იყო, EUA-ს წევრები - 500-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის რექტორი და პრეზიდენტი ესწრებოდა, მათ შორის მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

EUA-ს ახალი პრეზიდენტისა და საბჭოს წევრების არჩევნები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა.


ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტად, არჩევნების შედეგად,  ჟოზეფ გარელი დასახელდა.  

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა  და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციას შორის  თანამშრომლობა  აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. EUA ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ბრიუსელშია დაფუძნებული და ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. EUA-ს 47 ქვეყანაში 850-მდე წევრი ჰყავს, მათ შორის 5 ქართული უმაღლესი სასწავლებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი.


სიახლეებში დაბრუნება