13 თებერვალს სტუ-ს ჟანი კალანდაძის სახ. აუდიტორიაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გოგუაძის შეხვედრა სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე ბატონმა გოგუაძემ დამსწრე საზოგადოებას “ქართული გეგმა” წარუდგინა და ასევე, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გია არაბიძემ და ექსპერტებმა ეკონომიკის დარგში. პროფ. ა. ფრანგიშვილის განცხადებით მსგავსი შეხვედრები მომავალში უფრო ხშირად უნდა გაიმართოს, რადგან იგი ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და სპეციალისტების აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობას ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.