27 აპრილს, 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინტერდისციპლინურ და ინტერნაციონალურ სემინარი „ადამიანი და მისი საარსებო/კულტურული გარემო“ გაიმართება. მოხსენებას პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს.
სემინარს პროფესორი ანდრეას არნდტი, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და პროფესორი ლაშა შარმაზანაშვილი უხელმძღვანელებენ.
სემინარის ფარგლებში, რომელიც 2023 წლის 20 დეკემბრამდე გაგრძელდება, რეგულარულად იქნება წაკითხული ქართველი, ამერიკელი და ევროპელი სწავლულების მიერ საჯარო მოხსენებები. მომხსენებლები შეეხებიან ადამიანის ექსისტენციალურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ. პრობლემებს.
სემინარები ჩატარდება ჰიბრიდული ფორმით, მსურველებს შეეძლებათ, როგორც ადგილზე დასწრება, ასევე ზუმში ჩართვაც.
სემინარების პროცესში საჯარო მოხსენებებით წარსდგებიან:
პროფესორი ანდრეას არნდტი (ბერლინი, გერმანია); პროფ. აგნეშკა ნოგალი (ვარშავა, პოლონეთი), პროფ. არნდტ პოლმანი (ბერლინი, გერმანია), დოქტორანტი გიორგი კაშიბაძე (სტუ),დოქტორანტი დავით გალაშვილი (თსუ), პროფ. გიგა ღავთაძე (აწსუ),პროფ. ვარენ მონტაგი (ლოს-ანჯელესი, აშშ), პროფ. ზდისლავ კრასნოდებსკი (ბრემენი, გერმანია; კრაკოვი, პოლონეთი), პროფ. თეო კობუში (ბონი), პროფ. ირაკლი თაბორიძე (ზსსუ), პროფ. იურე ზოვკო (ზადარი, ხორვატია), პროფ. ლაშა ბრეგვაძე (თსუ), პროფ. ლაშა შარმაზანაშვილი (სტუ), დოქტორანტი ლევან შატბერაშვილი (თსუ), პროფ. მათიას კუმი (ბერლინი, გერმანია), პროფ. მამუკა ბერიაშვილი (სტუ), დოქტორი მარიამ ხაზარაძე (სტუ), პროფ. ნიკლაუს ლარგიერი (ბერკლი, აშშ), დოქტორი ქეთევან რჩეულიშვილი (სტუ), პროფ. შტეფან გოზეპატი (ბერლინი, გერმანია).
საკონტაქტო პირები: მარიამ ხაზარაძე - khazaradzemariam@gmail.com, დავით გალაშვილი - d.galashvili@gmail.com