





ავიაკომპანია „Lockheed Martin“ F-35B მოდელის საფრენ აპარატში გამოყენებული ამწევი საჰარო ხრახნის კონსტრუქცია, მისი მოქმედების პრინციპი და შედეგად წარმოქმნილი უპირატესობები იმით არის საინტერესო, რომ მასზე მსჯელობები და დასაბუთებები, გაცილებით ადრე უკვე მოყვანილი იყო, ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, სტუ-ს საპატიო დოქტორის პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას" პატენტში GE P 2000 1979 B, რომელიც გამოქვეყნებული იყო 05.12.1999 წელს.
ბატონ გოგი კვარაცხელიას პატენტი, ეხებოდა საფრენ აპარატს და მისი გადაადგილების ხერხს საიდანაც კარგად ჩანს ის პრინციპი, რომელიც გამოყენებულია კომპანია „Lockheed Martin“-ის მიერ დაპროეტებულ და წარმოებულ გამანადგურებელში F-35B. შეიძლება ითქვას, რომ გ. კვარაცხელიას მიერ გაცილებით ადრე მიგნებული ტექნიკური გადაწყვეტა იმ დროისათვის წარმოადგენდა საინჟინრო აზროვნების მწვერვალს, და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ათეული წლების გასვლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას.
(მე არავის არ ვედავები და არც პრეტენზიას ვაცხადებ, პირიქით მიხარია, რომ ჩემი არატრადიციული დისკოსებრი საფრენი აპარატის კონსტრუქციული პრინციპი გამოყენებული იქნა ამ უზარმაზარი ავიაკომპანიის „Lockheed Martin“-ის ინჟინერების მიერ. ამიტომ მიუხედავად ჩემი განვლილი ეკლიანი ცხოვრების გზისა, მაინც ბედნიერ კაცად ვთვლი ჩემს თავს, რომ ღმერთმა სიცოცხლეშივე მომასწრო ჩემი ადრეული ჩანაფიქრების განხორციელებას, არა ერთ სფეროში. არა აქვს მნიშვნელობა ამას, ეს სად და რომელ ქვეყანაში.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ჩემი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის მანძილზე ერთადერთ სპონსორს, „მეღვინეობა ხარება“-ს მეპატრონეებს ძმებს ხარებავებს, რომლებმაც სწორად შეაფასეს ჩემი პროექტი და გამიწიეს ფინანსური დახმარება. სწორედ მათი დახმარებით, 2014-16 წლებში, ორი წლის განმავლობაში 50-მდე სასტენდო ცდა ჩავატარე და გავაკეთე გათვლა კონსტრუქციის მომქმედი მოდელის თითქმის ყველა პარამეტრების. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ძმებ ხარებავებს და ბატონ დავით გულუას, იმ დახმარებისათვის, რომელიც მათ უანგაროდ გამიწიეს. )
ამწევი ძალის მოყვანილი წარმოქმნის მექანიზმის თუ პრინციპის მსგავსებისას, თუ მოვახდენთ გ. კვარაცხელიას მიერ პატენტით დაცული ობიექტისა და F-35B მოდელის კონსტრუქციების შედარებით ანალიზს, შეიძლება ვიმსჯელოთ გ. კვარაცხელიას მიერ შექმნილი ობიექტის ზოგიერთ უპირატესობაზე და F-35B მოდელის კონსტრუქციის ზოგიერთ ნაკლზე. ასე მაგალითად: მთავარი, კვარაცხელიას პროექტში განხორციელებული ორმაგი ამწევი ძალა.


ა) გ. კვარაცხელიას მიერ შექმნილ საფრენ აპარატში ზედა და ქვედა საჰაერო ხრახნების ფრთების ბოლოები შეკრულია სარტყელით, მაშინ როცა F-35B მოდელის ამწევ თანაღერძული სქემის თითოეული საჰაერო ხრახნის ყოველი ფრთის მოლო თავისუფალია, ცხადია, რომ თავისუფალი ბოლოების შეკვრა ცალკე კონსტრუქციული ელემენტით, ისე როგორც ეს ბატონ გ. კვარაცხელია საფრენ აპარატშია, ზრდის ხრახნების მდგრადობას.
ბ) გ. კვარაცხელიას მიერ შექმნილ საფრენ აპარატში ზედა და ქვედა საჰაერო ხრახნის ფრთები ბოლოებით დახრილია ერთმანეთისაკენ, ხოლო F-35B მოდელი ამწევ საჰაერო ხრახნში ზედა და ქვედა ხრახნის ფრთები განლაგებულია პარალელურ სიბრტყეებში. პარალელურ სიბრტყეებში ფრთების ამგვარი განლაგება იწვევს დატვირთვების შედარებით თანაბარ განაწილებას თითოეული ფრთის გასწვრივ ფრთებს შორის ჰაერის წნევის თანაბრობის გამო, თუმცა მაინ მოხდება ჰაერის ნაკადების ნაწილის ფრთების ბოლოებისაკენ გადაადგილება უკვე ხსენებული სხვადასხვა მიმართულებით ნაკადის დაგრეხვის გამო, რაც შეიძლება იყოს ვიბრაციების წარმოქმნის საფუძველი. გარდა ამისა, ამგვარი კოსტრუქციის აგებისათვის დიდი შრომაა ჩასადები ხრახნებს შორის ოპტიმალური მანძილის წინასწარ შერჩევაში, რადგან შედარებით დიდი მანძილი გააუარესებს მათ მუშაობას, ხოლო მათმა შედარებით ახლოს განლაგებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ფრთის ბოლოების არასასურველი დაახლოება. კვარაცხელიას საფრენ აპარატში ამგვარი შესაძლო პრობლემები აღმოფხვრილია სწორედ ზედა და ქვედა ხრახნების ფრთების ბოლოების ერთმანეთისაკენ დახრით ანუ წარმოსახვითი კონუსური ზედაპირის მსახველის გასწვრივ განთავსებით, ისე, რომ ფრთებს შორის წარმოიქმნება კონუსური სივრცე. ასეთი სივრცის შექმნით ჰაერის წნევა იზრდება ღერძიდან ფრთების პერიფერიული ნაწილისაკენ, რომელიც როგორც უკვე აღნიშნული იყო შეკრულია სალტეთი. ცხადია რომ ამგვარ კონსტრუქციაში ვიბრაციების წარმოქმნის ალბათობა საკმაოდ დაბალია და მისი წარმოქმნის შემთხვევაშიც კი იგი იმდენად მცირე იქნება, რომ ვერ გააუარესებს ზოგად მახასიათებლებს. დაბალი წნევის არე ბრუნვის ღერძთან ახლოს გაათავისუფლებს ამძრავთან დამაკავშირებელ კინემატიკურ ჯაჭვს დამატებითი ძაბვების გადაცემისაგან.
გ) გ. კვარაცხელიას მიერ თანაღერძული საჰაერო სქემის პრინციპით მომქმედ საფრენ აპარატში და F-35B მოდელი ამწევ საჰაერო ხრახნში გამოყენებულია ხრახნის ბრუნვის ღერძის მიმართ გადახრის პრინციპი. მიუხედავად ასეთი მსგავსებისა კვარაცხელიას აპარატში დამატებით ასევე გამოყენებულია ფრთის საკუთარი ღერძის გარშემო კუთხით შემობრუნების პრინციპი. ამგვარი დამატებითი ფუნქცია მას აძლევს უპირატესობას არამარტო აეროდინამიკური თუ ჰაერის ნაკადების მართვის კუთხით, არამედ ზოგადად ახდენს გავლენას მთლიანად კონსტრუქციაზე თითოეულ საჰაერო ხრახნზე ფრთების განლაგების კონფიგურაციის გამო. გ. კვარაცხელიას საფრენ აპარატში საჰაერო ხრახნებზე ფრთები განლაგებულია იმგვარად, რომ მათი განთავსებისა ნულოვანი ან ნულოვანთან ახლო კუთხის ფრთებს აქვთ შესაძლებლობა ერთმანეთზე განლაგდნენ პირგადადებით. თუ ამგვარი კონსტრუქციული ფორმით F-35B მოდელზე იქნებოდა ამწევი საჰაერო ხრახნის ფრთები ფორმირებული, მაშინ მისი შესაბამისად განლაგებისას შესაძლოა აღარ დამდგარიყო კონსტრუქციაში სულ მცირე ნაკვეთურის ზედა კარის ჩართვის აუცილებლობა.
დ) გ. კვარაცხელიას საფრენ აპარატში თითოეული თანაღერძული საჰაერო ხრახნისათვის გამოყენებულია ცალკე დამოუკიდებელი ამძრავი მაშინ, როცა F-35B მოდელი ამწევ საჰაერო ხრახნში ერთი ამძრავი და საჰაერო ხრახნების სხვადასხვა მიმართულებით ბრუნვა უზრუნველყოფილია კონუსურ კბილანებიანი რედუქტორით. გ. კვარაცხელია საფრენ აპარატში საჰაერო ხრახნებისათვის დამოუკიდებელი ამძრავების არსებობა უზრუნველყოფს მათ სხვადასხვა კუთხური სიჩქარით ბრუნვას, რასაც ხსენებული მოდელის ამწევი საჰაერო ხრახნი მოკლებულია, ამგვარად ფორმირებული კონსტრუქციის F-35B მოდელში გამოყენებისას, იგი უზრუნველყოფდა მაგალითად ჰაერის ნაკადების მართვის მაღალ ხარისხს და იმავდროულად შესაძლოა საჰაერო ამწევი საჰაერო ხრახნის ნაკვეთურის კონსტრუქციის ქვედა ნაწილში მოძრავ ფრთებიანი ჟალუზების საჭიროების აღმოფხვრას.
გ. კვარაცხელიას საფრენი აპარატის კონსტრუქციაში ასევე გათვალისწინებულია სხვა ტექნიკური გადაწყვეტებიც, რომლებიც ზოგადად ანიჭებენ საფრენ აპარატს სხვა დადებით ეფექტებსაც, თუმცა აქ განხილული იყო მხოლოდ ის შესრულების ფორმები და პრინციპები, რაც საერთოა F-35B მოდელის ერთ-ერთი მთავარი კვანძის კონსტრუქციასთან და მისი მოქმედების მექანიზმთან რომლებიც გაცილებით ადრე, მე-20 საუკუნის დასასრულს, იყო შემუშავებული ბატონი გ. კვარაცხელიას მიერ. აქვე უნდა ითქვას რომ, კვარაცხელიას მიერ შემუშავებული იმდროინდელი კონსტრუქციული პრინციპები აეროდინამიკასა და ჰიდროდინამიკაში, ერთი ერთზე ემთხვევა ზოგიერთ დღევანდელ ახალ კლასიკურ ტექნოლოგიებს (მფრინავი ამფიბია და მყვინთავი კატარღა), რომლის ესკიზები და ფოტო-ვიდეო მასალები ინახება ბატონ გოგი კვარაცხელიას საოჯახო არქივში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლები უაღრესად დადებითად აფასებენ ბატონი გოგი კვარაცხელიას მიგნებებს საინჟინრო საქმეში. მონდომებას - შექმნას ქვეყნისთვის მეტად საჭირო საინჟინრო მოწყობილობები და მზად არიან თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით გვერდში დაუდგნენ და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყონ მას პატრიოტულ, კეთილშობილურ საქმიანობაში.