სტუ-ში პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამის - „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, პრეზენტაცია გაიმართა

სტუ-ში პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამის - „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, პრეზენტაცია გაიმართა

19-04-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, აგრარულიმეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგისფაკულტეტზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დაგანათლების ცენტრის წარმომადგენლებმაპროფესიული გადამზადების ახალი პროგრამის - „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, პრეზენტაციაგამართეს. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლებისცენტრის წარმომადგენლების სტუდენტებთანშეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის აგრარულიმეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგისფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიგა ქვარცხავა, ფაკულტეტის აკადემიური პერონალი და ეროვნულისატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, აგრარულიმეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგისფაკულტეტის დეკანის განცხადებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლებისცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროფესიული გადამზადების ახალი  პროგრამისშესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გიგა ქვარცხავას თქმით, ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია არის გადამზადების სამთვიანი კურსი, რომლის გავლაც ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელიკურსის სტუდენტებს  შეუძლიათ. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემებისინჟინერინგის ფაკულტეტი  ამიერკავკასიაშიერთადერთია, სადაც სატყეო საქმე, სამივესაფეხურზე - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა დადოქტორანტურა, ისწავლება.  ჩვენიკურსდამთავრებულების ძირითადი დამსაქმებელიეროვნული სატყეო სააგენტოა.  ჩვენიკურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობადასაქმებულია, სწორედ ისინი ასრულებენსაქართველოში ტყის ინვენტარიზაციისმიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. ასევე, ჩვენიკურსდამთავრებულები იკავებენ ადამინისტრაციულთანამდებობებს. ყველა, ეს იქნება უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტრო თუ საქართველოს გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტრო,თანამშრომლობის ფარგლებში ერთად ვზრუნავთპროფესიონალების აღზრდაზე. გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითიინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროფესიულგადამზადების პროგრამაზე დაიწყო ახალიპროგრამის განხორციელება, რომლის მიზანიცარის ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება. ეს არის ძალიანმნიშვნელოვანი პროგრამა, სადაც სტუდენტები სამითვის განმავლობაში გაივლიან გადამზადებისკურსებს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა დაბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიგა ქვარცხავამ.

ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება|გადამზადების სასწავლოკურსს სახელმწიფო აფინანსებს. სასწავლო კურსისწარმატებით დასრულების შემთხვევაშიკურსდამთავრებული მიიღებენ სახელმწიფოს მიერაღიარებულ სერტიფიკატს და დასაქმდებიანეროვნულ სატყეო სააგენტოში. 

„პროგრამა განკუთვნილია სატყეო ან/და მომიჯნავესფეროში ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებისთვისდა მიმართულია, როგორც ტყესთან დაკავშირებულისაბაზისო ცოდნის განმტკიცების, ასევე ტყისინვენტარიზაციისა და ტაქსაციის საველე პირობებშიგანხორციელებისათვის საჭირო ცოდნისა დაუნარების გაუმჯობესებისაკენ. ტყის ინვენტარიზაციისეტაპები მოიცავს კარტოგრაფიულ მასალებთანმუშაობას, საველე პირობებში ტყის რაოდენობრივიდა ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებმონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და კამერალურდამუშავებას, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისდანიშვნასა და დოკუმენტაციის შექმნას, მათ შორის, ინვენტარიზაციის საბოლოო პროდუქტის - ტყისმართვის გეგმის მომზადებას. განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ და პრაქტიკულ, ისე საველესწავლებას, რომელიც ხორციელდება სატყეოსააგენტოს ტყის ფონდში. პროგრამა ხორციელდებასსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთანთანამშრომლობით და პროფესიული უნარებისსააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით“, - აცხადებსპროფესორი გიგა ქვარცხავა. 

ინფორმაციისთვის: „ტყის ინვენტარიზაციისა დატაქსაციის“ პროფესიული გადამზადების პროგრამისწარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებიშეძლებენ ტყის ინვენტარიზაციის საველესამუშაოების განხორციელებას, მათ შორის: ტყეშიაზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეკრებას, დამუშავებას, ელექტრონულპროგრამაში ასახვასა და ანალიზს, მონაწილეობასმიიღებენ სატყეო ღონისძიებების(ტყითსარგებლობის, ტყის მოვლა-აღდგენის და სხვა) დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაშიეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლისსფეროების კლასიფიკატორის მიხედვით.

სიახლეებში დაბრუნება