2009 წლის 14 თებერვალს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის (კოსტავას ქუჩა ¹77, სააკაძის მოედანი) გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. საარჩევნო კომისია მუშაობას დაიწყებს 9 საათზე. კენჭისყრა დაიწყება 11 საათზე.
აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს იყრიან:
პროფ. პაატა კერვალიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს საინჟინრო, ეკოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აკადემიების, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
სტუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფ. არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი; გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; საერთაშორისო საინჟინრო აკადემიისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი; საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენერგეტიკის პრობლემათა სამეცნიერო საბჭოს წევრი; საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრი; აშშ-ს ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი; სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნანოტექნოლოგიების ქვეკომისიის თავჯდომარე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.