აკადემიკოს გივი ცინცაძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო - სამეცნიერო კონფერენცია

აკადემიკოს გივი ცინცაძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო - სამეცნიერო კონფერენცია

19-04-2023

ქიმია-მიღწევები და პერსპექტივები

20 აპრილი, 2023 წ.  თბილისი, საქართველო

კონფერენციის  ჩატარების ადგილი:    

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი,

0175, თბილისი, კოსტავას ქ.77

კონფერენციის თემები:

1.     ქიმია;

2.     კოორდინაციული ნაერთების ქიმია;

3.     ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია;

4.     ფარმაცია;

5.     ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმია;

6.     ბიოსამედიცინო პოლიმერების ქიმია;

7.     ნანომასალები და ნანოტექნოლოგიები;

8.     ანალიზური ქიმია;

9.     კვლევის ფიზიკო-ქიმიური მეთოდები;

10.   ბიოკომპლექსების შემუშავება და კვლევა;

11.   საბუნებისმეტყველო საგანთა (ქიმია) სწავლების მეთოდოლოგია;

12.   ქიმია და მედიცინა;

13.   ორგანული ქიმია;

14.   ფიზიკური ქიმია;

15.   ფარმაკოქიმია;

16.   ბიოქიმია;

17.   სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია;

18.   გარემოს დაცვა და ეკოლოგია;

19.   აგროქიმია და აგროეკოლოგია;

20.   ქიმიის თერიული პრობლემები;

21.   ქიმიის ისტორია;

22.   მეტალურგია;

23.   ქვანტური ქიმია და მათემატიკური მოდელირება.

კონფერენციის სამუშაო ენა:  ქართული, ინგლისური.

მოხსენების ფორმა: ზეპირი, სტენდური

კონფერენციის მუშაობის გრაფიკი:

10.00 - 11.00 რეგისტრაცია.

11.00 - 12.30  კონფერენციის გახსნა.  პლენარული მოხსენებები

12.30  - 13.00- Coffe Break

13.00 - 15.30 - კონფერენციის სექციების მუშაობა

15.30 -17.00 - პოსტერების განხილვა.

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით

ISSN 1512-0996

DOI:https://doi.org/10.36073/1512-0996

თეზისების/სტატიის  წარდგენის ბოლო ვადაა 15.04.2023 წ.

თეზისები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე:  g.tsintsadze@gtu.ge

საკონტაქტო პირები:   

მაია ცინცაძე         ტელ:   (+995) 593 311 653

ნანა გელოვანი     ტელ: (+995)  593  160 319

თეზისის გაფორმების ინსტრუქცია:

ერთგვერდიანი თეზისები (ფაილი–.doc ან. docx, ფონტი–Sylfaen,ზომა–11, დაშორება–No Spacing, შრიფტის ზომა – 11 პუნქტი, ინტერვალი – 1 პუნქტი. თეზისის საერთო მოცულობა – (1-2 გვერდი). მინდორი – 30 მმ (მარცხნივ), 20 მმ (მარჯვნივ), 20 მმ (ზევით), 20 მმ (ქვევით))  უნდა მომზადდეს შაბლონის მიხედვით ანუ უნდა შეიცავდეს ავტორ(ებ)ის  ინიციალებს და გვარ(ებ)ს, სამუშაო ადგილ(ებ)ს და ელ-ფოსტის მისამართ(ებ)ს, საკონტაქტო ნომერს, ქალაქსა და ქვეყანას, და ძირითად ტექსტს. ილუსტრაციები, ცხრილები და დამოწმებათა სია უნდა ჩაირთოს იმავე ფაილში.

სამეცნიერო სტატიის გაფორმების წესი:

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი სახით A4 ფორმატის ფურცელზე, გვერდების რაოდენობა 5 და მეტი (არეები – 30 მმ (მარცხნივ), 20 მმ (მარჯვნივ), 20 მმ (ზევით), 20 მმ (ქვევით)ინტერვალი – 1,5);

სტატია შესრულებული უნდა იყოს doc ან docx ფაილის სახით (MS Word) და ჩაწერილი ნებისმიერ მაგნიტურ მატარებელზე;

ქართული ტექსტისთვის გამოიყენეთ ფონტი Sylfaen, ზომა 12;

ინგლისური ტექსტისთვის – ფონტი Times New Roman, ზომა 12.

სტატიას უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:

უაკ (უნივერსალური ათობითი კლასიფიკაცია) კოდი;

ცნობები ავტორის (ავტორების) და რეცენზენტების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე:

ყველა ავტორის სახელი და გვარი სრულად, E-mail-ი, სამეცნიერო წოდება და საკონტაქტო ტელეფონი.

დეპარტამენტის დასახელება. ორგანიზაციის სრული სახელწოდება:

ყოველი ავტორის მუშაობის ადგილი, ქვეყანა, ქალაქი.

სტატიას უნდა ახლდეს:

ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე (100–150 სიტყვა).

ანოტაცია უნდა იყოს: ინფორმაციული (არ უნდა შეიცავდეს ზოგად სიტყვებსა და ფრაზებს); უნდა იყოს აღნიშნული, თუ რამ განაპირობა მოცემული სტატიის აქტუალურობა;

ტექსტის შინაარსი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს ორიგინალური; უნდა ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსსა და კვლევის შედეგებს; სტრუქტურირებული (მიჰყვებოდეს სტატიაში შედეგების აღწერის ლოგიკას).

სტატია უნდა შეიცავდეს:

სტატიის საგანს, თემას, მიზანს (რომლებსაც უთითებთ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის ცხადი სტატიის სათაურიდან);

კვლევის ჩატარების მეთოდს ან მეთოდოლოგიას;

შედეგების გამოყენების არეალს;

საკვანძო სიტყვებს, დალაგებულს ანბანის მიხედვით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

შემდეგ ნაწილებს: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა, რომლებიც გამოყოფილი უნდა იყოს ძირითადი ტექსტისგან;

თუ სტატია შეიცავს სურათებს ან ფოტოებს, საჭიროა, მოგვაწოდოთ მათი კომპიუტერული ვარიანტი, ნებისმიერი გრაფიკული ფორმატით, გარჩევადობა – არანაკლებ 150 dpi-სა;

გამოყენებულ ლიტერატურას ინგლისურ ენაზე.

ლიტერატურა (ნიმუში)

წიგნი ერთი ავტორით

Sheril, R. D. (1956). The ter rifying future: Contemplating color television. San Diego: Halstead.

წიგნი ორი ან მეტი ავტორით

Smith, J., & Peter, Q. (1992). Hairball: An intensive peek behind the surface of an enigma. Hamilton, ON: McMaster University Press.

სტატია წიგნში

Mcdonalds, A. (1993). Practical methods for the apprehension and sustained containment of supernatural entities. In G. L. Yeager (Ed.), Paranormal and occult studies: Case studies in application(pp. 42–64). London: OtherWorld Books.

სტატია ჟურნალში განცალკევებული გვერდების ათვლით

Crackton, P. (1987). The Loonie: God's long-awaited gift to colourful pocket change? Canadian Change, 64(7), 34–37.

სტატია ჟურნალში მიმდევრობითი გვერდების ათვლით

Rottweiler, F. T., & Beauchemin, J. L. (1987). Detroit and Narnia: Two foes on the brink of destruction. Canadian/American Studies Journal, 54, 66-146.

სტატია ყოველკვირეულ ჟურნალში

Henry, W. A., III. (1990, April 9). Making the grade in today's schools. Time, 135, 28–31.

სტატია გაზეთში

Wrong, M. (2005, August 17). Misquotes are "Problematastic" says Mayor. Toronto Sol, p

სამთავრობო დოკუმენტი

Revenue Canada. (2001). Advanced gouging: Manual for employees(MP 65–347/1124). Ottawa: Minister of Immigration and Revenue.

პოსტერული მოხსენების გაფორმების ინსტრუქცია

კონფერენციაზე წარმოდგენილი პოსტერები უნდა იყოს შესრულებული A1  ზომის ფორმატზე ნაბეჭდი სახით.

პოსტერი უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ კომპონენტებს:

Ø სათაური;

Ø ავტორები (მოპასუხე ავტორის გვარის მითითება ვარსკლვავით);

Ø მოკლე რეზიუმე (სასურველია  კიდეზე განთავსება);

Ø შესავალი;

Ø მიზნები;

Ø ძირითადი ტექსტი (შედეგების განსჯა);

Ø ექსპერიმენტული ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ექსპერიმენტალური ხასიათისაა);

Ø დასკვნა;

Ø გამოყენებული ლიტერატურა;

Ø ავტორის ან ავტორთა საკონტაქტო ინფორმაცია.

პოსტერზე შესაძლებელია იყოს განთავსებული დამატებით სხვა ინფორმაცია (ცხრილების, სურათების, ნახაზების და ა.შ. სახით).

სიახლეებში დაბრუნება