საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ და ასოციაციის წევრებმა „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
საქველმოქმედო ღონისძიების ინიციატორის და მხარდამჭერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის სახელით „ქალთა ასოციაციამ“ „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ნაზი კუციავას განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და ამჯერად, საქველმოქმედო აქცია „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებისთვის გამართა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და ადმნისტრაციის ხელმძღვანელის მხარდაჭერით, სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ ერთი ლამაზი დღე აჩუქა „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ მცხოვრებ 17 ბენეფიციარს. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ამ ადამიანებისადმი დამოკიდებულებას, მივულოცეთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა და სასაჩუქრე პაკეტები გადავეცით. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის, „ქალთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული პირველი საქველმოქმედო ღონისძიება. სტუ-ის რექტორის და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩვენ დავნერგეთ ერთგვარი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დროს აქციებს ვმართავთ დევნილებისთვის, ხანდაზმულებისა და ლტოლვილებისთვის. ამჯერად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გადაწყვიტა ხანდაზმული ადამიანებისთვის გვეჩუქებია ბედნიერების წუთები. პანსიონატის მობინადრეები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მისია წარმატებით შესრულდა“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.
ღონისძიების დასასრულს, „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ ბენეფიციარებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და „ქალთა ასოციაციას“ თანადგომისა და ყურადღებისთვის.