გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განაცხადების მიღებას იწყებს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განაცხადების მიღებას იწყებს

13-04-2023

გაცნობებთ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის თემაზე „ტყის მდგრადი მართვა, ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ტყეზე არსებული ზეწოლის შემცირების შესაძლებლობებისა და საჭიროების საკითხების პოპულარიზება ახალგაზრდებში, ასევე მათი დაინტერესება სატყეო სექტორითა და ქვეყანაში არსებული ტყის რეფორმით.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლით დაინტერესებულ, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 28 აპრილამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე და 5 მაისამდე ელ-ფოსტის საშუალებით წარმოადგინოთ ნაშრომი და პრეზენტაცია.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://eiec.gov.ge/Ge/News/details/3042

სტუდენტური კონფერენციის შესახებ საკონტაქტო პირია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ბლიაძე (ელ-ფოსტა: Natela.Bliadze@eiec.gov.ge  ტელ: 598 21 82 85).

კონფერენცია იმართება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

 

სიახლეებში დაბრუნება