აკადემიკოს გივი ცინცაძის გახსენება - მეცნიერს 90 წელი შეუსრულდებოდა

აკადემიკოს გივი ცინცაძის გახსენება - მეცნიერს 90 წელი შეუსრულდებოდა

10-04-2023

აკადემიკოს გივი ცინცაძეს 18 აპრილს 90 წელი შეუსრულდებოდა.     მან   ცხოვრებისა და მოღვაწეობის შინაარსიანი და ნაყოფიერი გზა განვლო .   მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ახალგაზრდა მკვლევართა და სპეციალისტთა მრავალი თაობის ღირსეული აღმზრდელისა და მეცნიერების ორგანიზატორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის,  მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი ცინცაძის მეცნიერული მოღვაწეობის დიაპაზონი უაღრესად ფართო და მასშტაბურია. მისმა სამეცნიერო შრომებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში. გ. ცინცაძის სამეცნიერო კვლევის შედეგები მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაშია შესული და ფართოდაა ციტირებული როგორც სამამულო, ასევე საზღვარგარეთის გამოცემებში. ეს შრომები დიდ ინტერესს იწვევს ქიმიის,  ქიმიური მრეწველობის, ტექნიკის, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების ფართო წრეებში, რადგან მეცნიერის მოღვაწეობა ვრცელდება არა მარტო ფუნდამენტური კვლევის დარგზე, არამედ იგი გამოყენებით-პრაქტიკულ ხასიათსაც ატარებს.

კოორდინაციული ქიმიის სფეროში შესრულებული ნაშრომების ციკლისათვის _ ’’ფსევდოჰალოგენიდების ქიმია’’, გ. ცინცაძემ უკრაინელ და გერმანელ მეცნიერებთან ერთად უკრაინის სახელმწიფო პრემია დაიმსახურა., 1998 წელს თანამშრომლებთან ერთად ნაშრომების ციკლისათვის “ლითონების კოორდინაციული ნაერთები: სინთეზი, აღნაგობა, თვისება” _ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1965 წლიდან იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრაზე მოღვაწეობდა. 1971 წელს გ. ცინცაძე სათავეში ჩაუდგა ანალიზური ქიმიის კათედრას, ხოლო 1973 წელს ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრას. გ. ცინცაძე ნაყოფიერ სასწავლო - პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გ. ცინცაძის მონოგრაფიები, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა,  უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები სამაგიდო წიგნებად იქცა.

აკადემიკოსი გ. ცინცაძე იყო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ.მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კომპლექსური ნაერთების ქიმიის ლაბორატორიის გამგე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორიის გამგე.

მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის გ. ცინცაძე 1983 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს ნამდვილ წევრად. იყო საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების    აკადემიკოს მდივანი, ბიუროს წევრი, “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნეს (ქიმიის სერია)”, აგრეთვე “საქართველოს ქიმიური ჟურნალის”, “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომების კრებულისა” და ჟურნალ “მეცნიერება და ტექნოლოგიების” სარედაქციო კოლეგიების წევრი, საქართველოს ქიმიური საზოგადოების დამფუძნებელი.

იგი იყო აგრეთვე ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის,  რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედლის, გიორგი ნიკოლაძის მედლის მფლობელი,  დაჯილდოებულია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ვერცხლის მედლით, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედლით “მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის”.

აკადემიკოსი გივი ცინცაძე არის  კოორდინაციული ქიმიისა და კრისტალოქიმიის ერთერთი ფუძემდებელი საქართველოში.


ბა­ტო­ნი გივი გა­მო­ირ­ჩე­ოდა თა­ვი­სი ად­ამი­ან­ური სით­ბო­თი და განსაკუთრებული პი­როვ­ნუ­ლი თვისებებით: სი­კე­თით, ერთგულებით, სიყვარულით. ის ყო­ველ­თვის იყო მეგობრუ­ლი, მზრუნ­ვე­ლი, შორ­სმჭვრე­ტე­ლი, კორექ­ტუ­ლი და ტაქ­ტი­ანი კო­ლე­გე­ბის, თანამშრომ­ლე­ბის და მო­წა­ფე­ებ­ის მი­მართ.

მად­ლო­ბა ბატონო გივი ად­ამი­ან­ურ­ობ­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თვის, სი­თბოსთვის, სიკე­თის­თვის, თაანად­გომისთვის...

აკადემიკოს გივი ცინცაძის ხსოვნა სამუდამოდ გაყვება ყველას, ვისაც მასთან რაიმე შეხება ჰქონია, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა, ყო­ველ­თვის ვამაყობდით და მუ­დამ ვი­ამ­აყ­ებთ, რომ თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვარ­გუ­ნა ბედ­მა...

სიახლეებში დაბრუნება