
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერისტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართული სპორტისდამსახურებული მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ცნობილი ჟურნალისტისა და კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილისგარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ქართული სპორტის ქომაგებსა და საზოგადოებას.
„დიდია ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილის წვლილი ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი საკალთბურთო სახეობის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და კურსდამთავრებულთათვის დაუვიწყარი იქნება ბატონი ჯამლეტის არაერთგზის სტუმრობა და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების შესახებ მისი საუბრები. სპორტის ქომაგები არასოდეს დაივიწყებენ მის, როგორც სპორტული ჟურნალისტისა და კომენტატორის მკვეთრად გამორჩეულ სტილსა და ადამიანებთან კომუნიკაციის გასაოცარ უნარს, რითაც მან საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოიპოვა. მრავალი დამსახურების გამო ბატონი ჯამლეტიდაასახელეს კიდეც საუკეთესო სპორტულკომენტატორად, „დინამოს“ საუკეთესომწვრთნელად, მას მიენიჭა სპორტისდამსახურებული მოღვაწისა და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, იყო ღირსების ორდენის კავალერი. უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავია მისი საიუბილეო წიგნი -„ყურადღება“. ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათსაქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისთავმჯდომარე და ზრუნავდა ჩვენს ორ უძველეს ერს შორის კავშირების გაღრმავებაზე. ის დააკლდა ქვეყანას, ქართულ სპორტს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსამძიმრებთ ბატონი ჯამლეტის ოჯახს, სპორტის ქომაგებს, ებრაელ ხალხსა და ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
05.04.2023