საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ასისტენტ-პროფესორი მაია ნანობაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის და UN WOMEN გაეროს ქალთა ფონდის ორგანიზებით მოწყობილი გამოფენა-კონკურსის - ,,ფემიციდი" - გამარჯვებულია.
კონკურსისთვის შერჩეული 20 მხატვრის ნამუშევრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პედაგოგის მაია ნანობაშვილის ფერწერულმა ტილომ „ფემიციდი - უკანასკნელი ტანგო“, პირველი ადგილი მოიპოვა.
მაია ნანობაშვილის ტილო, „ფემიციდი - უკანასკნელი ტანგო“ არის მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევარი სერიიდან „სოციალური დრამა - გოია დღეს". პროექტი ფრანსისკო გოიასადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენისთვის შესრულდა და გოიას შავი ნახატებითაა ინსპირირებული.
მაია ნანობაშვილი არის საერთაშორისო ორგანიზაცია ITACA- ს (ხელოვნებისა და კულტურის საერთაშორისო მოძრავი გამოფენების ასოციაცია) მუდმივი პარტნიორი მხატვარი და დელეგატი საქართველოდან. იგი მუდმივად თანამშრომლობს Prado Goyart გალერეასთან. პროექტი ,,სოციალური დრამა,, შეიქმნა ამ ორგანიზაციისთვის გოიას იუბილეს აღსანიშნავად.

ინფორმაციისთვის, კონკურსი ქალთა მიმართდა ოჯახური ძალადობისშესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისმიზნით ჩატარდა დასაგამოფენოდ 20 საკონკურსო ნამუშევარი შეირჩა.
კონკურსის გამარჯვებულს გაერო-სქალთა ორგანიზაციამ საჩუქარი გადასცა, მონაწილეები კი სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მხატვრული ნამუშევრების კონკურსი იუსტიციისსამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში.