საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ფალავანდიშვილმა მონაწილეობა მიიღო მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი რიგით მეორე ღონისძიებაში - „ჩემი მთავარი სამეცნიერო მიღწევა“.
ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა, საქართველოში მოღვაწე მეცნიერი ქალები თავიანთი უმთავრესი სამეცნიერო მიღწევების შესახებ პრეზენტაციებით წარსდგნენ.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნინო პავლიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი მეცნიერების ხელშეწყობა-პოპულარიზაციაა.
მეცნიერ ქალებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა მიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ჰორიზონტი ევროპა - საქართველოს ეროვნული ოფისის“ წარმომადგენლები - ნინო ინასარიძე და თეონა მაისურაძე, რომლებმაც მეცნიერ ქალებს კვლევების დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
