„მოლბერტიდან ეკრანამდე“ - ასე დაასათაურა თავისი პირველი პერსონალური გამოფენა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მე-4 კურსის სტუდენტმა, ერეკლე თაბაგარმა.
მისი ციფრული გრაფიკა და ლაინ-არტი 28 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ გამოიფინება, ექსპოზიციის დათვალიერება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შემოქმედებით და კარიერულ წარმატებებს უსურვებს ნიჭიერ სტუდენტს და გამოთქვამს სრულ მზაობას საუნივერსიტეტო თვითშემოქმედების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის.