ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

27-02-2023

Junia ISA Lille უნივერსიტეტი (unia ISA Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა- 13.03.2023
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება- 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება -2023 წლის 21 მარტამდე

ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც, ISA Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.

ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ISA Lille უნივერსიტეტში.

მიმართულებები: აგრარული მიმართულებები - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, აგრობიზნესი.

სიახლეებში დაბრუნება