ვილნიუსის კოლეჯი / ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Vilniaus kolegija / Vilnius University of Applied Sciences - VIKO) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის , KA107 პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა- 13.03.2023
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება- 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება- 2023 წლის 21 მარტამდე
ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, მობილობა განხორციელდება მხოლოდ 2023 წლის 19-23 ივნისს, კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. კვირეულის ტრეინინგის თემატიკა მკვლევართა კომპეტენციების განვითარებაზეა ფოკუსირებული.
მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმატიკა, ელექტრონიკა.