ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

21-02-2023

კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems - IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო (II  სემესტრი) და 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრებისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა- 31.03.2023
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება- 2023 წლის 10 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება- 2023 წლის 20 აპრილამდე

კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

მიმართულებები: ბიზნესი და ადმინისტრირება

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა- 28.02.2023
ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება- 2023 წლის 4 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება- 2023 წლის 9 მარტამდე

კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. პროექტის კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 17 - 21 აპრილს კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ II საერთაშორისო პერსონალის კვირეულის ფარგლებში. საერთაშორისო კვირეულში გათვალისწინებულია ორი პარალელური პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის - "მობილობის ახალი ტენდენციები - არსებული მიღწევები და გამოწვევები" და თანამშრომლებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება კარიერული სერვისების მიმართულებას - "ახალი ტენდენციები კარიერულ სერვისებში".

მიზნობრივი ჯგუფები: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები; კარიერული სერვისების დეპარტამენტის თანამშრომლები.

სიახლეებში დაბრუნება