ღვაწლმოსილ მეცნიერსა და მრავალი თაობის აღმზრდელს - გუგა ჭოხონელიძეს 95 წელი შეუსრულდა

ღვაწლმოსილ მეცნიერსა და მრავალი თაობის აღმზრდელს - გუგა ჭოხონელიძეს 95 წელი შეუსრულდა

16-02-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, სტუ-ის ადმინისტრაცია, სამშენებლო ფაკულტეტი და სტუდენტები 95 წლის იუბილეს  ულოცავენ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორს, სტუ-ის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის,  გამოგონებების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორს, გუგა ჭოხონელიძეს.


ბატონო გუგა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  მოღვაწეობის ხანგრძლივ პერიოდში თქვენ აღზარდეთ თაობები, რომელთაც ჩვენი სამშობლო ასახელეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - ამ მხრივ თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ!

თქვენ დღემდე ეწევით სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ სიყვარულსა და ერთგულებაზე, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაკავშირებთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს თქვენით!

მრავალჟამიერ, ბატონო გუგა!

სიახლეებში დაბრუნება