საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბი „შერეკილები“ განახლებას იწყებს.
ყველა დაინტერესებულ სტუდენტს, მიმდინარე წლის 14-დან 21 თებერვლის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვს მიმართოს თავისი ფაკულტეტის სტუდენტური სერვისების წარმომადგენელს და სტუდენტურ თვითმართველობას, გაეცნოს ინფორმაციას კლუბ „შერეკილების“ შესახებ და სურვილისამებრ, შეუერთდეს მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდს.