სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი უნივერსიტეტის მეცნიერ ქალთა მიღწევებზე პირველი არხის გადაცემაში - "ახალი დღე" საუბრობს
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი უნივერსიტეტის მეცნიერ ქალთა მიღწევებზე პირველი არხის გადაცემაში - "ახალი დღე" საუბრობს
10-02-2023
11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს, გაერო მთელი მსოფლიოს ქვეყნებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერება ქალებისთვის უფრო და უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში - "ახალი დღე", მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიწვეული სტუმარი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე მეცნიერების განვითარებასა და უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა მიღწევებზე საუბრობს; ხოლო მეცნიერი გოგონა - თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლე მარიამ ნინუა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კონკურსში ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა გამარჯვებული გუნდის წევრია, მეცნიერებით დაინტერესებასა და საკუთარ გამოცდილებაზე მოგვითხრობს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.