საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობს ხორვატი მეცნიერი, ზადარის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო წევრი, ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი, ჰეგელის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი და ჰეგელის წელიწდეულის კო-ედიტორი იურე ზოვკო.
პროფესორი იურე ზოვკო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე საჯარო ლექციებით წარსდგება.
საჯარო ლექციები გაიმართება სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მწვანე დარბაზში, შემდეგი განრიგით:
13 თებერვალი, 14:00 - „ადამიანის უფლებები კლასიკურ გერმანულ იდეალიზმში“;
14 თებერვალი, 13:00 – „პასუხისმგებლობის ეთიკა გლობალიზაციის ეპოქისთვის“.
საჯარო ლექციებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.