საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ქართული საუნივერსიტეტო საზოგადოების ალმა-მატერს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, დამოუკიდებელი საქართველოს დაარსების სათავეებთან მდგომ და საუნივერსიტეტო საზოგადოების ფორმირების ალმა-მატერს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 105 წლისთავს ვულოცავთ. ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის პირველ და უდიდეს აკადემიურ, სამეცნიერო და კულტურულ კერას, ეროვნული მუხტისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების სადარაჯოზე მდგომ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას მრავალმხრივ განვითარებასა და საერთაშორისო აღიარებას, საქართველოს წინსვლის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ევროპული მომმავლისკენ სავალ გზაზე“ - აღნიშნავს რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.