სტუ-ის წარმატებული ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში

სტუ-ის წარმატებული ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში

06-02-2023

ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში - „განათლების რეფორმის კვალდაკვალ მანანა ნიკოლაიშვილთან ერთად“ - განათლების საერთაშორისო ექსპერტი, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე და სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია საუბრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე ტექნოლოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაზე, განიხილავენ თუ რა ზეგავლენას ახდენს სამეცნიერო პროცესები საგანმანათლებლო პროცესზე და რამდენადაა ის შესაბამისობაში თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან.

გადაცემის ავტორი და წამყვანი, განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი მაყურებელს აცნობს სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ისტორიას, მიღწევებსა და ინფრასტრუქტურას.

გადაცემის მეორე ბლოკში გადაცემის წამყვანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის შესახებ საუბრობს და მაყურებელს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის უნიკალური სასწავლო, კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსის შესახებ ვრცელ სიუჟეტს სთავაზობს.

სრული გადაცემა იხილეთ ბმულზე.

სიახლეებში დაბრუნება