ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა თემაზე: “საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის განსაზღვრის და შემუშავების საკითხები" ფართომასშტაბიანი კვლევითი პროექტის განხორციელება დაიწყო

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა თემაზე: “საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის განსაზღვრის და შემუშავების საკითხები" ფართომასშტაბიანი კვლევითი პროექტის განხორციელება დაიწყო

18-01-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ფართომასშტაბიანი კვლევითი პროექტის - „საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის განსაზღვრისა და შემუშავების საკითხები“ - ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 იანვარს, გაიმართა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „საქართველოს სახელმწიფო მართვის სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება“.

სამეცნიერო სემინარს, რომელსაც სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიმ ჩხაიძე და ამავე დეპარტამენტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული ლადო ბიწაძე უძღვებოდნენ, უნივერსიტეტის სტუდენტები, ფაკულტეტის ადმინისტრაცია, დეპარტამენტის უფროსები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

სამეცნიერო სემინარი დასრულდა დისკუსიით, რომელზეც გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები, სტუდენტების მხრიდან კი დაისვა მრავალი შეკითხვა, რამაც პროექტის აქტუალობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, კვლევითი პროექტის - „საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის განსაზღვრისა და შემუშავების საკითხები“ ფარგლებში, სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობის განხორციელებას გეგმავს.

სიახლეებში დაბრუნება