საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილი კინომსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილი კინომსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

18-01-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი კინომსახიობისა და საესტრადო მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის, ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძის გარდაცვალების გამო.  

„დაუვიწყარია ბუბა კიკაბიძის როლები ფილმებში - „ვერის უბნის მელოდიები“, „მიმინო“ და „არ იდარდო“, დაუვიწყარია მისი ღიმილი და დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერა. წლების მანძილზე ის იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. დიდი პოპულარობითა და სახალხო სიყვარულით სარგებლობდა, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი კოლექტივისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ბუბა კიკაბიძის ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას“,  - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის სამძიმარში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

18.01.2023

სიახლეებში დაბრუნება