ფარმაციის პროგრამა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

ფარმაციის პროგრამა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

18-01-2023

ორგანიზაცია „ბიომაპასი“  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფარმაციის პროგრამას სთავაზობს.  ბიომაპასის აკადემიის (Biomapas Academy) პროექტი  არის  უნიკალურ შესაძლებლობა,  სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის, რათა გაიღრმავონ ცოდნა და ისწავლონ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერები, უშუალოდ საერთაშორისო ექსპერტებისგან.

პროგრამა  გათვალისწინებულია  მომავალი პროფესიონალებისთვის,  რათა გაეცნონ კლინიკურ კვლევებს, მარეგულირებელ საქმიანობას და ფარმაკოზედამხედველობას.

სამთვიანი  პროგრამის ფარგლებში  სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ  კვირაში ერთხელ,  ინტერაქტიულ ლექციებში და  სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებების საკითხებს Biomapas-ის  საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილავენ.   Biomapas Academy  არის შესაძლებლობა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გააფართოვონ თავიანთი ცოდნა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების შესახებ.

22 იანვრამდე, დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ  Biomapas Academy-ის  ბმულის მიხედვით.

დეტალური ინფორმაცია  იხილეთ Biomapas Academy-ის შესახებ: biomapas.com/academy/

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა? 

3 თვის განმავლობაში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა:

1. გაიღრმავონ ცოდნა კლინიკური კვლევების, მარეგულირებელი საქმიანობის და ფარმაკოზედამხედველობის სფეროებში.

2.  დაიწყონ  პროფესიული კარიერა.

3. უმაღლესი შედეგების მქონე აკადემიის სტუდენტები დაჯილდოვდებიან- 500 ევროს ოდენობის სტიპენდიით- წარჩინებულ სტუდენტთათვის.

4. დაინტერესების შემთხვევაში, პასუხებს მიიღებთ  Biomapas-ის საერთაშორისო ექსპერტებისგან კლინიკურ კვლევებზე, მარეგულირებელ საქმიანობაზე ან ფარმაკოზედამხედველობის შესახებ. 

Biomapas Academy-ის პროექტში   სწავლა დაიწყება  2023 წლის თებერვლიდან აპრილამდე.  აკადემიის ყველა აქტივობა ჩატარდება მთლიანად დისტანციურად.

Biomapas-ის შესახებ: biomapas.com

ცნობისათვის: Biomapas არის ფუნქციური და სრული აუთსორსინგის მიმწოდებელი ორგანიზაცია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებების გლობალურ ინდუსტრიაში.   ჩვენ ვთავაზობთ დახმარებას კლინიკურ კვლევებშინ მარეგულირებელ საქმიანობაში ფარმაკოზედამხედველობაში და სამედიცინო საკითხებში ბოლო 20   წლის განმავლობაში.  ჩვენ გავხდით სანდო პარტნიორი ბიოფარმაცევტული და სამედიცინო მოწყობილობების კომპანიებისთვისუ ჩვენი გუნდი შედგება 300-ზე მეტი საერთაშორისო პროფესიონალისგან  ჩვენ გვაქვს 8 ოფისი სხვადასხვა ადგილას და გთავაზობთ მომსახურებას 60-ზე მეტ ქვეყანაში.  

 

სიახლეებში დაბრუნება