სტუ-ის რექტორი, დავით გურგენიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტერესს ილია მეორეს უნივერსიტეტის სახელით 90 წლის იუბილეს ულოცავს

04-01-2023

 „თქვენო უწმინდესობავ,

ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ- მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელით, ვულოცავ დაბადების დღეს.

თქვენ მაგალითს გვაძლევთ გავხდეთ უკეთესნი, წრფელი სიყვარულით გვიყვარდეს სამშობლო და ერთმანეთი. თქვენ ხართ თავმდაბლობის, სულგრძელობის, მოთმინების, სიკეთისა და მიმტევებლობის მაგალითი. მაგალითი იმისა, როგორი უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი. დიდი მადლობა თქვენ სიყვარულისა და ზრუნვისთვის.

გილოცავთ! მრავალჟამიერ თქვენ!

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.“

სიახლეებში დაბრუნება