საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.

31-12-2022

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ცოტაც და შემობრძანდება ახალი, 2023 წელი - მშვიდობის, იმედის, ოცნებების ასრულებისა და წარმატებების წელი.
2022 წელი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იყო უნივერსიტეტისთვის.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 100 წლის იუბილე აღნიშნა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და  მეცნიერებმა კი საერთაშორისო მასშტაბების წარმატებებს მიაღწიეს.
მომავალ წელს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ ასწლეულში გადადის.
2023  ყველა  ჩვენგანისთვის არის აღორძინებისა და ოპტიმიზმის სიმბოლო, სამეცნიერო მიღწევების პირველი ნაბიჯი ახალ ასწლეულში - წარმატებები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ჩვენს ქვეყანას ვულოცავ  დამდეგ შობა-ახალ  წელს!  მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას, უფლის მფარველობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
დავით გურგენიძე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.“

სიახლეებში დაბრუნება