სტუ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უსასყიდლოდ სთავაზობს

სტუ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უსასყიდლოდ სთავაზობს

31-12-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უსასყიდლოდ სთავაზობს. აღნიშნული კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით- „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას.

ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ ორი დამატებითი საგანიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.

კატეგორია „აბიტურიენტში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასის მოსწავლეებს. ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში.

 

ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია პორტალზე- https://abiturienti.gtu.ge/ უკვე დაწყებულია და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 

კურსებს სტუ-ის აკადემიური პერსონალი ჩაატარებს და სასწავლო პროცესი თებერვლიდან დაიწყება.

 

 

სიახლეებში დაბრუნება