შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი მეცნიერებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს 2022 წლის 26 დეკემბერს, 14:00 საათზე, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე იწვევს.
შეხვედრა შეეხება პროგრამის II სვეტის მე-4 კლასტერის - ციფრული ტექნოლოგიები, ინდუსტრია და კოსმოსი - 2023-2024 წლების სამუშაო პროგრამას და მიმოიხილავს დაფინანსების შესაძლებლობებს სამუშაო პროგრამის ფარგლებში.