ევროპულ ღია სამეცნიერო ღრუბლის სიმპოზიუმში EOSC Symposium2022, რომელიც მიმდინარე წლის 14-17 ნოემბრს ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით წარსდგა ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის NCP (RI) - ეროვნული საკონტაქტო პირი კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორის მოადგილე დოქტორo მარინა რაზმაძე.
სიმპოზიუმი გაიმართა ქ. პრაღაში (ჩეხეთი), რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა ევროპის ისეთი წამყვანი ორანიზაციებიდან, როგორებიცაა: CERN, FAO, ELEXIR, OpenAIRE, RDA, EOSC Future Platform, ასევე ჩეხეთის, შვედეთის და საფრანგეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრები და სამინისტროს წარმომადგენლები, ჰორიზონტ ევროპის ჩარჩო პროგრამის სხვადასხვა მიმართულების ევროკომისრები და სხვა.
სიმპოზიუმზე ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის ეროვნული საკონტაქტო პირი კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორის მოადგილე, დოქტორი მარინა რაზმაძე წარსდა მოხსენებით - „OS & EOSC – Achievements and Future Insights. Experience of Georgia“ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სტუ-ის ინსტიტუტ ტექინფორმის სახელით.

დოქტორმა მოხსენების დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ღია მეცნიერების ხელშეწყობის და პოპულარიზაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე და ქვეყნის სამეცნიერო ორგანიზაციების ევროპულ ღია სამეცნიერო ღრუბელთან ინტეგრირების გზაზე არსებულ მიღწევებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა საქართველოში ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის (Horizon Europe) დაფუძნებას, წარმატებული სტრუქტურის ჩამოყალიბებას და ბოლო ერთი წლის მანძილზე მიღწეულ შედეგებს. ასევე, მოხსენება მოიცავდა ეროვნულ დონეზე 2-4 ნოემბერს ჩატარებული EOSC-ის საერთაშორისო ასოციაციასთან სამმხრივი შეხვედრის შედეგების შეჯამებას და სამომავლო სტრატეგიის წარდგენას EOSC-ის საერთაშორისო ასოციაციის და სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.
ასევე, დოქტორმა მარინა რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიის სესიაში საბერძნეთის და სლოვენიის წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც უძღვებოდა EOSC-ის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ვოლკერ ბექმანი.
სიმპოზიუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
https://eosc-portal.eu/events/eosc-symposium-2022
https://symposium22.eoscfuture.eu/symposium/eosc-engagement-and-alignment-at-national-level/
https://symposium22.eoscfuture.eu/speakers/marina-razmadze/