სტუში „კრედო ბანკის“ ვებინარი: „IT ტექნოლოგიები და სისტემები, ბანკის განუყოფელი ნაწილი“ ჩატარდება

სტუში „კრედო ბანკის“ ვებინარი: „IT ტექნოლოგიები და სისტემები, ბანკის განუყოფელი ნაწილი“ ჩატარდება

07-12-2022

12 დეკემბერს, 15 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „კრედო ბანკი“ ვებინარს - ''IT ტექნოლოგიები და სისტემები, ბანკის განუყოფელი ნაწილი“ გამართავს.

ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

·      ბანკი და მისი ფუნქცია

·      საბანკო ოპერაციები

·      სამყაროს ტენდენციები და XXI საუკუნის გამოწვევები

·      IT ტექნოლოგიების და სისტემების ზეგავლენა ორგანიზაციებზე

·      IT და ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამყაროში

·      სისტემები vs ძირითადი სისტემები 

ხანგრძლივობა: 1 საათი

ვებინარს გაუძღვება „კრედო ბანკის“ ძირითადი საბანკო სისტემების განყოფილების უფროსი დავით ბერიკაშვილი, რომელსაც 16 წლიანი გამოცდილება აქვს IT ტექნოლოგიებისა და 
ძირითადი საბანკო სისტემების მიმართულებით.

ვებინარი ჩატარდება Googlemeet პლატფორმის საშუალებით.

ვებინარზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.office.com/e/w4KWeHx5Rh

 

სიახლეებში დაბრუნება