ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, 2022 წლის 13-14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ატარებს რიგით მეხუთე შეხვედრას, თემაზე - „წლის საუკეთესო მიღწევა“.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ, რასაც ისინი განსაკუთრებულად მიიჩნევენ (ფაკულტეტიდან მხოლოდ ერთი პრეზენტაცია/ 10 სლაიდში შესაძლებელია მიმართულებების მიხედვით მიღწევების გაერთიანება!).
შეხვედრის მიზანია, სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულების წარმომადგენლები ერთ სივრცეში გააერთიანოს და ამით საფუძველი ჩაუყაროს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტაციის გავლა ბმულზე:
თქვენ მიერ მიწოდებული პრეზენტაცია უცვლელად განთავსდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ელექტრონულ ჟურნალში. ანალოგიური - 2016, 2017, 2018, 2021 წლების - წლიური ანგარიშებისა და მიღწევების ელექტრონული ჟურნალები იხილეთ ბმულებზე:
https://bit.ly/2ZaiyGq
https://bit.ly/3FBNhfg
https://bit.ly/3CKiI4V
https://bit.ly/3h2uv9S
მონაწილეობის მსურველებმა, 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, უნდა მიაწოდონ პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია. მასალა უნდა იყოს pdf ფორმატში, არაუმეტეს 10 სლაიდისა. პირველ სლაიდზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და ასევე, წლის საუკეთესო მიღწევის სათაური, ხოლო ბოლო ერთ სლაიდზე - ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ, გაეცნოთ პრეზენტაციის რეგლამენტს, რომლის დაცვაც სავალდებულოა:
· 10 წუთი - პრეზენტაციის წარდგენა;
· 5 წუთი - კითხვა-პასუხი.
პრეზენტაციის წარდგენა შეუძლია ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელს.
ღონისძიებაში მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება მიწოდებული ინფორმაციის თანმიმდევრობის მიხედვით.