
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის,რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, ცნობილ მხატვარსა და პედაგოგს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას“ დამფუძნებელს, ძმებიზდანევიჩების სახელობის თანამედროვეხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „Fest i Nova” / ახალი ჰორიზონტის დამაარსებელს, ყარამან ქუთათელაძეს თბილისის სახელმწიფო სამხატვროაკადემიის რექტორად არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ახალი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი გამოწვევებით დატვირთულ თანამდებობაზე.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლების სახელით, გილოცავთ ასწლოვანი ტრადიციების მქონე უმაღლესი სამხატვრო სკოლის რექტორად არჩევას. გისურვებთ, წარმატებით დაგეძლიოთ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა და რაც მთავარია, თქვენი თაოსნობით, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ახალგაზრდა თაობებს არაერთი საინტერესო პერსპექტივა, მოუხილველი სამყაროების აღმოჩენისა და შემოქმედებითი პერფორმანსის ახალი შესაძლებლობები გაეხსნათ, იმდენად, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, მათთვის დაუვიწყარი გახდეს სამხატვრო აკადემიაში გატარებული წლები“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მილოცვაში.