საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის

18-11-2022

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და თანამედროვე კონფლიქტები“ 2022 წლის 9 დეკემბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე, როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე, Zoom პლატფორმის საშუალებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მსურველებმა ნაშრომი უნდა წარადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე, ელექტრონულ მისამართზე: ndagipa@eta.edu.ge

საკონფერენციო პანელებს უხელმძღვანელებენ მთავარი მომხსენებლები, წამყვანი ექსპერტები  სფეროების მიხედვით, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, ასევე, აკადემიური წრეებიდან.

საკონტაქტო პირი: ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ლაღიაშვილი - 591 55 06 06.

სიახლეებში დაბრუნება