ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის, ნოდარ ნათაძის ხსოვნას

ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის, ნოდარ ნათაძის ხსოვნას

14-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსის, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოსა და მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედის, ენათმეცნიერისა და პედაგოგის, სამშობლის უანგარო სიყვარულით გულანთებული მამულიშვილის, ფართო ერუდიციისა და მაღალი ინტელექტის მკვლევრის, პროფესორ ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, სამეცნიერო წრეებსა და ქართულ საზოგადოებას.

სიახლეებში დაბრუნება