სტუ-ის პროფესორმა, პაატა კერვალიშვილმა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში ლექციების კურსი წაიკითხა

სტუ-ის პროფესორმა, პაატა კერვალიშვილმა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში ლექციების კურსი წაიკითხა

04-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, პაატა კერვალიშვილი, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო დეკადაში, ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

სტუ-ის პროფესორმა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისთვის კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიების, ლაზერული ფიზიკისა და 2D ელექტრონიკის თანამედროვე შედეგებისა და ამოცანების შესახებ ლექციების მოკლე ციკლი ჩაატარა.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი პაატა კერვალიშვილი დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ პანაიოტის კალდის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც იმუშავებს სამეცნიერო პროექტზე - „2D მასალების მიღების ლაზერულ-პლაზმური მეთოდის განვითარება“. აღსანიშნავია, რომ მხარეები ერთობლივ პროექტს,  სამომავლოდ, ევროკავშირის კონკურსზე წარადგენენ.

 

სიახლეებში დაბრუნება