ხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ! სტუ-ის თვითშემოქმედების კოლექტივებში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

ხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ! სტუ-ის თვითშემოქმედების კოლექტივებში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

24-10-2022

ძვირფასო სტუდენტებო, ყველას, ვინც ხელოვნებით ხართ დაინტერესებული, მღერით, ცეკვავთ, უკრავთ ან თეატრალური სცენა გხიბლავთ, შესაძლებლობა გაქვთ, 2022 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, გაერთიანდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილ სახელოვნებო კოლექტივებში და შემოქმედებითი ცხოვრებით სტუდენტური წლები განუმეორებელი გახადოთ!

ყველა მსურველს შესაძლებლობა გაქვთ, გაიაროთ შერჩევითი გასაუბრება (ქასთინგი), რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება:

·     სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ | ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა | 14:00

მისამართი: სტუ მე-2 კორპუსი, მე-3 სართული | მ. კოსტავას 69

საკონტაქტო პირი: გიორგი ჭანტურია | 598 995 158

·     სტუ-ის ჯაზ-ორკესტრი  | ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს |  14:30

მისამართი: სტუ მე-2 კორპუსი, მე-3 სართული  | მ. კოსტავას 69

საკონტაქტო პირი: ირაკლი კალმახელიძე | 577 421 017

·     ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ |  სამუშაო დღეებში - 18:00 |  შაბათს - 11:30

მისამართი: სტუ X კორპუსი (შესასვლელი მე-2 კორპუსიდან) | მ. კოსტავას 69

საკონტაქტო პირი: თამაზ კობახიძე |  599 153 567

·     სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა | ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს |  15:00

მისამართი: სტუ ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული |  ივ. ჯავახიშვილის დარბაზი | მ. კოსტავას 77

საკონტაქტო პირი: ციცინო ფალავანდიშვილი |  599 512 135

·     სტუ-ის გოგონათა ვოკალური ანსამბლი "ქალდეა" | 

საკონტაქტო პირი: თამაზ ჯამაგიძე |  555 336 485

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ სწავლასა და შემოქმედებით ცხოვრებაში!

სიახლეებში დაბრუნება