AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ზამთრის სკოლა

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ზამთრის სკოლა

24-10-2022

2022 წლის 8-18 დეკემბერს AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) სტუდენტებს ზამთრის სკოლაში ეპატიჟება.

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ზამთრის სკოლა, აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული, SPINAKER პროგრამის ფარგლებში ჩატარდება.

საქართველოდან ზამთრის სკოლაში მონაწილეობა, სტუ-ის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეეძლეებათ. სკოლაში ასევე გაემგზავრებიან, სტუდენტები იაპონიის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სომხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

ზამთრის სკოლის თემატიკა: მიმდინარე გამოწვევები საინჟინრო და გარემოსდაცვით მიმართულებებში.

სტიპენდიის ოდენობა: 5000 პოლონური ზლოტი (დაახლოებით 1000 ევრო), რომელიც ითვალისწინებს ავიაბილეთს, საცხოვრებელს, კვებასა და დაზღვევას.

ზამთრის სკოლის ფორმატი: ჰიბრიდული.

მონაწილეობის მსურველებმა ელქტრონულად უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:


• ბიომეტრიული პასპორტის ასლი
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურის მითითებით
• EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე) 
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება)
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) 
• სარეკომენდაციო წერილი/წერილები (ინგლისურ ენაზე) 
• ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში) (ინგლისურ ენაზე) 
• დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ (კონფერენციებში, სპორტულ, თვითშემოქმედებით და სხვა სტუდენტურ ღონისძიებებში მონაწილეობა).

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია მსურველებმა PDF ფორმატში უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.

საბუთების მიღება იწარმოება: 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს აკადემიური შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხო ენის ფლობის მაღალი დონე (B2).

განიხილება მხოლოდ შემდეგი მიმართულებები: გარემოსდაცვითი ინჟინერინგი, ეკონომიკა, ეკოლოგია, ენერგეტიკა, მენეჯმენტი, არქიტექტურა, სამშენებლო.

საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება ჩატარდება 28 ოქტომბრამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია: სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge

სიახლეებში დაბრუნება